ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშს აკრიტიკებს თურქეთი - ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო დოკუმენტში სასამართლო სისტემისა და ადამიანის უფლებების შესახებ გაკეთებულ შეფასებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ევროკავშირს არათანმიმდევრულობასა და ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.
ოფიციალური ანკარა ევროკავშირს მოუწოდებს, შეწყვიტოს ცალმხრივი პოლიტიკური მიდგომა, დიალოგი კი კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ასახოს. თურქეთი აცხადებს, რომ ურთიერთობების განვითარება საერთო ინტერესებს, ურთიერთპატივისცემასა და სამართლიანობას უნდა დაეფუძნოს.