"საქართველო - მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმა", - თბილისი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. მსჯელობენ ნეიტრალიტეტის იდეაზე და მის როლზე ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნებაში.
ღონისძიება "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" და ნეიტრალიტეტის კვლევის ცენტრის ორგანიზებით ტარდება. მასში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები და ანალიტიკოსები.
ორი დღის განმავლობაში ოთხი თემატური პანელი ჩატარდება.
პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პოლიტიკური მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა სიტყვით გამოსვლის დროს ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
"მრავალი მაგალითი გვიჩვენებს, რომ დღეისათვის, მცირე ქვეყნები უპირატესობას ანიჭებენ პრაგმატული ურთიერთობების დამყარებას რამდენიმე ჰეგემონთა იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ ერთ მათგანთან იყვნენ დაკავშირებულნი სამხედრო, ან ვასალური ეკონომიკური ალიანსით.
ჩემი აზრით, სწორედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს საქართველოს ნეიტრალიტეტის ახალი სახელმწიფოებრივი კონცეფციაც. მომავალში, ჩვენ ამოცანაა ისეთი სახელმწიფოს შექმნა, რომლის დამოუკიდებლობა თავად იქცევა კონკურენტულ ძალთა შორის თანამშრომლობის წინა პირობად", - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.