07 ნოემბერი 2026,   11:51
ვრცლად
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია-ალექსანდრე ხაზარაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. 2026 წელს სებ-მა დამატებით 500 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა.

შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს პორტფელის ღირებულებამ ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16,6 პროცენტი შეადგინა. ისტორიულ ნიშნულზეა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ჯამური მოცულობაც.

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, მონეტარული ოქროს შეძენამ სარეზერვო პორტფელის დივერსიფიკაციის დამატებითი შესაძლებლობები გააჩინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხაზარაძე აცხადებს, რომ დივერსიფიკაციის ოქრო ძალიან კარგი საშუალებაა. 

"საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. წელსვე, ისტორიული მაქსიმუმი იყო ინტერვენციების მეშვეობით შესყიდული უცხოური ვალუტის მოცულობა, რამაც მოგვცა საშუალება, კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია განგვეხორციელებინა ჩვენი საერთაშორისო რეზერვების.

მინდა მოგახსენოთ, რომ 3 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის შესყიდვა მოხდა ინტერვენციების მეშვეობით, საიდანაც 500 მილიონი აშშ დოლარის მონეტარული ოქროს შესყიდვა განხორციელდა, რამაც კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია შესძინა ჩვენს რეზერვებს. უნდა აღინიშნოს, რომ ოქრო ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა, როგორც საერთაშორისო რეზერვების აქტივების ტიპი. მრავალი ცენტრალური ბანკი, როგორიცაა პოლონეთის, ჩეხეთის, უნგრეთის და კიდევ სხვა ცენტრალური ბანკები, აქტიურად ავსებენ ოქროს მარაგებს. ის წარმოადგენს როგორც ინფლაციის ხერხს, ასევე ძალიან კარგი დივერსიფიკაციის საშუალებას," - აცხადებს ალექსანდრე ხაზარაძე. 

დღის ამბები