07 ნოემბერი 2026,   21:11
ვრცლად
"ჩემი პირველი ნერგი" - პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

"ჩემი პირველი ნერგი" - პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

ნერგების დარგვის ღონისძიებები ამჯერად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც 720-მა პირველკლასელმა თავისი პირველი ხე დარგო.

ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის. პროგრამის მიზანია, ადრეული ასაკიდან ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება.

დღის ამბები