ახალციხეში, სამ ასაკობრივ კატეგორიაში ცურვის ტურნირი ჩატარდა, რომელშიც გოგონები და ვაჟები საპრიზო ადგილებისთვის ერთმანეთს შეეჯიბრნენ. გამარჯვებულები მედლებით, თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ, ასევე ყველა მონაწილეს საჩუქრად აბონემენტი გადაეცა.
ცურვის ტურნირის მიზანი ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და სპორტული უნარ-ჩვევების განვითარებაა. შეჯიბრებას დაესწრო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.