13 ნოემბერი 2026,   09:45
ვრცლად
აჭარაში საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული 144 მოსწავლე დააჯილდოვეს

აჭარაში საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული 144 მოსწავლე დააჯილდოვეს. ღონისძიებაზე წარმატებულ მოსწავლეებს დიპლომები, პლანშეტები და ლეპტოპები გადასცეს. ინიციატივა ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებასა და აკადემიური მიღწევების წახალისებას ემსახურება. დაჯილდოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო.

პატარაძემ პროცესში ჩართულ უწყებებს და პედაგოგებს ნადლობა გადაუხადა.

"ძალიან გვიხარია, რომ წლიდან წლამდე რაოდენობა იზრდება, ჩართულობა იზრდება. ჩვენი ახალგაზრდების მოტივაციაა ერთ-ერთი უმთავრესი. მინდა მივულოცო დღეს მასწავლებლებს, მივულოცო პედაგოგებს, მადლობა გადავუხადო ყველა ჩართულ უწყებებს და ერთობლივად ეს არის საერთო გამარჯვება, ვფიქრობ, მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ჩვენი ბავშვების სწორ აღზრდას, ხვალინდელ დღეს და წარმატებებს." - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

დღის ამბები