საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კაია კალასი ფაქტობრივად ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრია და სწორედ ამ ოფისებიდან მიდის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში პირდაპირი მითითება, რომ საქართველოსთან კონტაქტი არ ჰქონდეთ, რაც საბჭოთა მოსკოვის მიდგომას კიდევ ერთხელ აჩვენებს.
პაპუაშვილმა თავად კაია კალასზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კალასი ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში დაბადებული და გაზრდილი ადამიანია, რომელიც სიტყვით განაგდებს საბჭოთა კავშირს, მაგრამ მას სწორედ საბჭოური მიდგომები აქვს, როდესაც თავს უფლებას აძლევს სხვა ქვეყნის არჩეულ ხელისუფლებას მითითებები მისცეს.
"ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს როცა ვსაუბრობთ კაია კალასზე, ის გახლავთ ფაქტობრივად საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის და რა თქმა უნდა, სწორედ ამ ოფისებიდან მიდის პირდაპირი მითითება დედაქალაქებში, რომ არ ჰქონდეთ კონტაქტი საქართველოსთან, რაც რა თქმა უნდა აჩვენებს კიდევ ერთხელ საბჭოთა მოსკოვის მიდგომას.
ქალბატონი კალასი, რომელიც ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი არის, საბჭოთა ნომენკლატურის ოჯახში, როგორც ჩანს მან, მართალია სიტყვით განაგდებს ხოლმე საბჭოთა კავშირს, მაგრამ რაც წამოიღო საბჭოთა კავშირიდან, ეს არის საბჭოთა დამოკიდებულება, როდესაც თავს უფლებას აძლევს ქვეყნებს, პარლამენტებს, ხალხის მიერ არჩეულ ორგანოებს მითითებები მისცეს ვისთან იმეგობრონ და ვისთან არ იმეგობრონ, ვის დაელაპარაკონ და ვის არ დაელაპარაკონ. მერე სწყინს ბატონ ჰერჩინსკის საბჭოთა კავშირს რატომ ვადარებთ, ნუ მოიქცევით როგორც საბჭოთა კავშირი და არავინ არაფერს არ შეგადარებთ. თქვენ თვითონ იქცევით და ამ პარალელებს აღძრავთ იმ ხალხში, რომელსაც მართლა საბჭოთა კავშირი გამოვლილი აქვს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, სამარცხვინოა, როდესაც ასე იქცევა ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც თავს უფლებას აძლევს დამოუკიდებელ ქვეყნებს ეს მითითებები მისცეს.
ჩვენ ვხედავთ, ახლა გასაგებია, ის, ვინც პატივს სცემს საკუთარ სუვერენიტეტს, ის წევრი ევროკავშირისა, რა თქმა უნდა, არ აძლევს უფლებას ქალბატონ კაია კალასს და მის ოფისს, რომ დირექტივები და მითითებები მისცეს, როგორც საბჭოთა მოსკოვიდან რესპუბლიკებში აძლევდნენ ამ მითითებებს. ასე რომ, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის გზა, რომელსაც ჩვენ მივმართეთ, რომ ორმხრივ ურთიერთობებზე გავუსვათ ხაზი, ვინაიდან ვხედავთ ჩვენ, რომ დღეს ბრიუსელი ცდილობს დააზიანოს საქართველო ყველანაირად, ეკონომიკურად დააზიანოს, პოლიტიკურად დააზიანოს, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი, ამას ცდილობს დღეს ბრიუსელი და მისი საელჩო საქართველოში. ვხედავთ, ეს არის პირდაპირი მათი ქმედებები, რომ როგორმე დაგვაზიანონ ქვეყანა და ხალხი და მათ შორის, დააზიანონ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებიც წევრ ქვეყნებთან.
გასაგებია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია შეაჩერა ბრიუსელმა თვითონ და გავიგეთ ამ მიმართულებას რაც შეეხება, რომ მათ სურთ ბოიკოტი გამოუცხადონ ევროინტეგრაციის პროცესში, ბოიკოტი გამოუცხადონ საქართველოს, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობებს რატომ აზიანებენ? გავიგეთ, გასაგებია ევროკავშირთან მიმართებით მათი დამოკიდებულება, მაგრამ როდესაც ცდილობენ, რომ საქართველოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობები დააზიანონ, ეს უკვე საბჭოთა მოსკოვზე ცოტა უარესი ქმედება არის როდესაც ამ დონეზე ცდილობ მავნებლობა ჩაიდინო, რომ ქვეყანას დაუზიანო ორმხრივი ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან.
ასე რომ, ჩვენ ამ ორმხრივ ურთიერთობებს შევეცდებით. შეგახსენებთ ჩვენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობები ევროკავშირის ფორმატში არ გვაქვს, ეს არ დაწყებულა ასე, ეს დაიწყო ორმხრივი ურთიერთობებით და სამი ათწლეული არის ეს ურთიერთობები - ზოგან ინტენსიურად, ზოგან ნაკლებად ინტენსიურად, მაგრამ ყველგან პარტნიორულად და მეგობრულად იყო, ამიტომ, ჩვენ ამ ურთიერთობების შენარჩუნებაზე ვზრუნავთ და სწორი აღმოჩნდა ის გზა, რომელსაც ჩვენ მივმართავთ და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამგვარ ორმხრივ ვიზიტებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რათა ჩვენი ხალხების, ვგულისხმობ ჩვენი და წევრი ქვეყნების ხალხების სასარგებლოდ ვიმოქმედოთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.