ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობის 20%-ით ზრდა თბილისისთვის ორმაგი სტანდარტის მორიგი დასტურია. 2026 წელს, ევროკავშირმა რუსეთისგან თითქმის 10 მილიარდი დოლარის თხევადი ბუნებრივი აირი შეისყიდა.
ოქტომბერში რუსული გაზის მთავარი მყიდველი საფრანგეთი იყო - ქვეყანა ევროკავშირის მთლიანი იმპორტის 70%-ს იღებს. სამეულში შედიან ესპანეთი და ნიდერლანდები.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ციფრები ყველაფერზე მეტყველებს და ეს არის უნამუსო საქციელი მათი მხრიდან, რადგან პირდაპირ აფინანსებენ ომს რუსეთის სასარგებლოდ.
"ეს არის კიდევ ერთი ილუსტრაცია, თუ რამდენად, ბოდიში და, უნამუსოდ იქცევა ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით კონკრეტულად, როდესაც ჩვენ გვიშლიდნენ რუსეთთან ვაჭრობას და გვაიძულებდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა და გაგვენადგურებინა ჩვენი ეკონომიკა ერთი მხრივ, მეორე მხრივ, ეს, ნუ, ძალიან სერიოზული პოლიტიკური მესიჯი არის, რომელსაც აუცილებლად მოჰყვებოდა სამხედრო ესკალაცია რუსეთთან.
ომის დაწყებიდან დღემდე, თითქმის ნახევარი ტრილიონი ივაჭრეს რუსეთთან ენერგორესურსების მიმართულებით. ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე ჯამში უკრაინას გაუწიეს დახმარება. შესაბამისად, ციფრები ყველაფერზე მეტყველებს და ეს არის ძალიან უნამუსო საქციელი მათი მხრიდან. პირდაპირ აფინანსებენ ომს რუსეთის სასარგებლოდ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.