15 ნოემბერი 2026,   15:32
ვრცლად
მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები იმით არის გამოწვეული, რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით მყარად დავდექით ჩვენს პოზიციაზე - გია ვოლსკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებზე

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები, სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, საქართველო სწორ პოლიტიკას ატარებს, როგორც მშვიდობის შენარჩუნების, ასევე ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კუთხით, რაც თავის მხრივ ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც აისახება და საერთაშორისო ინსტიტუტების მონაცემებიც მოწმობს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა იმით არის გამოწვეული, რომ საქართველოს ხელისუფლება მყარად დადგა საკუთარ პოზიციაზე.

"ეს მაჩვენებლები რით არის განპირობებული? იმით, რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით მყარად დავდექით ჩვენს პოზიციაზე. იმიტომ უნდათ ჩვენთან ინვესტიციის განხორციელება, იმიტომ არის მსოფლიო ბანკის მაჩვენებლები თუნდაც მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით გაცილებით უფრო უკეთესი, ვიდრე ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე. ასე რომ, ეს ანალიზი ეკონომიკური ზრდის საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს, არა მხოლოდ იმაზე, რომ საქართველომ შეძლო გაეძლიერებინა თავის ბიუჯეტი, სოციალური პაკეტი და ასე შემდეგ, ამ ეკონომიკური ზრდის საფუძველზე, არამედ იმ საკითხთან, იმ რაკურსითაც, იმ ასპექტითაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სტაბილურობა შეინარჩუნა. ეს არ გამოიხატება მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ციფრებში, ამის გამომწვევი მიზეზებია მთავარი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები