მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აღარ უგულშემატკივრებს, - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
სააკაშვილი ნაკრების წარუმატებლობას იმის შედეგად მიიჩნევს, რომ ფეხბურთელები "არ ავლენენ მოქალაქეობრივ პოზიციას".
"საქართველოში არსებულ უსამართლობაზე არცერთი ფეხბურთელი არ იღებს ხმას, არცერთი არ ავლენს მოქალაქეობრივ პოზიციას. სწორედ ამიტომ დაკარგეს მათ სახე, საკუთარი თამაში და გულშემატკივართა უმრავლესობა ჩემი ჩათვლით. მე ვრჩები ქართული ფეხბურთის გულშემატკივრად, მაგრამ ვეღარ გავაგრძელებ ამ ნაკრების მხარდაჭერას", - წერს სააკაშვილი.