17 ნოემბერი 2026,   08:11
ვრცლად
სლოვენიის ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რეფერენდუმებთან დაკავშირებული სააგიტაციო საქმიანობის შეზღუდვას გეგმავს

სლოვენიის ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რეფერენდუმებთან დაკავშირებული სააგიტაციო საქმიანობის შეზღუდვას გეგმავს.

პარლამენტში დაჩქარებული წესით ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, კამპანიის ოფიციალურ ორგანიზატორებად ვეღარ დარეგისტრირდებიან ის ორგანიზაციები, რომლებსაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უცხოური დაფინანსება, მათ შორის, ევროკავშირის გრანტი აქვთ მიღებული.

ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს რეფერენდუმების წინ ამომრჩევლებთან შეხვედრების უფლება აღარ ექნებათ.

სლოვენიის მთავრობის ამ ინიციატივის შესაჩერებლად ევროკომისიას ოფიციალური წერილით უკვე მიმართა ევროპარლამენტის ოთხმა პოლიტიკურმა ჯგუფმა.

ევროპარლამენტარები კომისიას მოუწოდებენ მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს და, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირის სამართლებრივი მექანიზმებიც აამოქმედოს.

დღის ამბები