შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, მოქალაქის კუთვნილ ბინაში ფარულად შეაღწია, საიდანაც 6 580 ევრო, 32 000 აშშ დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინეს და ის ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნაქურდალი ფული და ძვირფასეულობა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - აღნიშნულია განცხადებაში.
საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის კმ26-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია