18 ნოემბერი 2026,   20:29
ვრცლად
17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული N18 სამკურნალო დაწესებულებიდან N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

შანიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე, ექიმების რეკომენდაციით, N18 სამკურნალო პენიტენციური დაწესებულებიდან N8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების განმარტებით, ის საკანში მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გარდაცვლილი 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედის საჯარო მიმართვა.

შეგახსენებთ, შემთხვევა შანიძის ქუჩაზე 22 ივლისს მოხდა - შელაპარაკების ნიადაგზე 41 წლის ნიკა კაპანაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაიჭრა.

ბრალდებული სამკურნალო დაწესებულებაში დაკავებისას სამართალდამცველებისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის დროს მიღებული ხელის დაზიანების გამო მოხვდა.

დღის ამბები