19 ნოემბერი 2026,   08:54
ვრცლად
"დაისახა ახალი გეგმები, შედგა საუბარი არსებული პროექტების განხორციელების მიმდინარეობაზე" - გიორგი ზაქარაშვილი ქართული დელეგაციის ბაქოში ვიზიტზე

საქართველოს ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, ქართულმა დელეგაციამ ბაქოში ვიზიტი დაასრულა. ბოლო შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აზერბაიჯანის პრემიერთან გამართა.

მარიამ ქვრივიშვილისა და ალი ასადოვის საუბარი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს შეეხო.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი შეხვდა ასევე ქვეყნის პრეზიდენტსა, მის აზერბაიჯანელ კოლეგასა და ენერგეტიკის მინისტრს. მარიამ ქვრივიშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ვიზიტი ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობაზე დადებითად აისახება.

"ვიცე-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებთან და როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანულ მხარესთან კომუნიკაციისას ხდება, საუბარი და შეხვედრები შედგა თბილ, მეგობრულ, კონსტრუქციულ ატმოსფეროში. დაისახა ახალი გეგმები, შედგა საუბარი არსებულ პროექტების განხორციელების მიმდინარეობაზე", - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში გიორგი ზაქარაშვილი.

დღის ამბები