22 ნოემბერი 2026,   12:41
ვრცლად
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დაასრულა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ლეხურა-სვანეთის ახალი, 20-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების პროცესი - ნავთობისა და გაზის კორპორაციის ტექნიკური დირექტორი

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დაასრულა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ლეხურა-სვენეთის ახალი, 20-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების პროცესი, - აცხადებს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ტექნიკური დირექტორი.

შალვა კიკნაველიძის თქმით, ახლად აშენებული მონაკვეთი გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ქსელში ჩართვისა და ინტეგრირებისთვის უკვე გადაეცა.

"კორპორაცია აქტიურად ახორციელებს ახალი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობას, რომელიც მომავალში გააუმჯობესებს რეგიონების საიმედო, უწყვეტ და უსაფრთხო გაზმომარაგებას", - აცხადებს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ტექნიკური დირექტორი შალვა კიკნაველიძე.​

დღის ამბები