22 ნოემბერი 2026,   12:47
ვრცლად
"ყველა სამუშაოს დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გაზმომარაგების სისტემის საიმედოობა და მდგრადობა" - გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური უზრუნველყოფისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსი

24-25 ნოემბერს, მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში, საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის ახალ, 20-კილომეტრიან მონაკვეთს მოქმედ ქსელთან მიაერთებენ. სამუშაოები დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გაზის უსაფრთხო და უწყვეტი ტრანსპორტირების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური უზრუნველყოფისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსის, მალხაზ გაბუნიას განცხადებით, ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, დასავლეთ საქართველოს გაზმომარაგების ავარიულად შეწყვეტის რისკები მინიმუმამდე შემცირდება.

"წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა სამუშაოს დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გაზმომარაგების სისტემის საიმედოობა და მდგრადობა. დასავლეთ საქართველოს გაზმომარაგების ავარიულად შეწყვეტის რისკები შემცირდება მინიმუმამდე. ჩატარებული სამუშაოები იძლევა გარანტიას საიმედო და სტაბილური მომარაგებისთვის", - აცხადებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური უზრუნველყოფისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსი​ მალხაზ გაბუნია​.

 

დღის ამბები