23 ნოემბერი 2026,   10:16
ვრცლად
პანიკის დათესვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდათ - ზურა რურუა სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე

სოციალურ ქსელში გვერდმა "პირველი ამბები" გაავრცელა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, თითქოს ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში, საყრდენი კედლების გამოცლის გამო ასობით ადამიანი აღმოჩნდა.

სინამდვილეში, გამოყენებულია ძველი კადრები, ყოველგვარი თარიღის მითითების გარეშე. ეს გვერდი, სავარაუდოდ, ოპოზიციის მხარდამჭერ და აქტივისტ თორნიკე რაზმაძესთან არის დაკავშირებული. თუმცა თავად რაზმაძემ სოციალურ ქსელში აღნიშნულ გვერდთან კავშირი უარყო.

საზოგადოებაში პანიკის დათესვის მცდელობაზე საუბრობს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ რურუა. მისი თქმით, სიცრუის გავრცელება მათსავე საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რადგან მალევე ხდება სიმართლის გამოვლენა.

"ყოველთვის სურთ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს რაღაცა ამბავი ხდება, უნდათ პანიკის დათესვა. ეს ძალიან ცუდია, რადგან მათი ნებისმიერი ქმედება ერთ-ორ საათზე მეტს ვერ ძლებს და სიმართლე აუცილებლად გამომჟღავნდება ხოლმე.

აღნიშნულ შემთხვევაშიც, იგივე ფაქტი გვაქვს. ტყუილზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება მათთვის სასიკეთო ნამდვილად არ არის", - განაცხადა ზურა რურუამ.

დღის ამბები