27 ნოემბერი 2026,   12:25
ვრცლად
ბულგარეთის პრემიერი: არავითარი თანხა ბულგარეთისგან იარაღისთვის, არავითარი თანხა უკრაინაში ომისთვის

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, რუმენ რადევის განცხადებით, ბულგარეთი უკრაინაში ომისა და იარაღისთვის თანხებს არ გამოყოფს.

"ვიმეორებ, არავითარი თანხა ბულგარეთისგან იარაღისთვის, არავითარი თანხა უკრაინაში ომისთვის", - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტი უშედეგოდ დასრულდა - 12-საათიანი განხილვის შემდეგ, ლიდერებმა 2028-2034 წლების ბიუჯეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ხარჯების შემცირების მომხრე ოთხმა ქვეყანამ, მათ შორის დანიამ და ავსტრიამ, მოლაპარაკების მაგიდა დატოვა. ბლოკი ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაიყო: საფრანგეთი და იტალია ბიუჯეტის გაზრდას ითხოვენ, გერმანია და მისი მოკავშირეები კი - ხარჯების შემცირებასა და თანხების დაზოგვას.

ჩიხშია უკრაინისთვის 45 მილიარდ-ევროიანი სესხის საკითხიც - წინადადებას უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი ეწინააღმდეგებიან.

დღის ამბები