29 ნოემბერი 2026,   12:46
ვრცლად
სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, იმერეთის, გურიის, შიდა ქართლის, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 9 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 პისტოლეტი, 2 სანადირო თოფი, 2 ე.წ. აბრეზი, მაყუჩი, ამფეთქი ფალია, მჭიდები და 2 000-მდე საბრძოლო ვაზნა.

"სამართალდამცველების მიერ, ასევე ამოღებულია მცენარე "კანაფი" და "მარიხუანა".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები