08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
საფრანგეთის ჩრდილოეთით პოლიციასა და მიგრანტებს შორის შეტაკებები მოხდა

შეტაკებები მოხდა პოლიციასა და მიგრანტებს შორის საფრანგეთის ჩრდილოეთით, ქალაქ კალეში მდებარე მიგრანტების ბანაკში.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხელისუფლებამ არალეგალების ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანა დაიწყო. მათ პოლიციას ქვები დაუშინეს. სამართალდამცველებმა კი წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია 3 ადამიანი.

მიგრანტები შიშობენ, რომ საფრანგეთის ხელისუფლება მათ ქვეყნის ტერიტორიაზე დატოვებას გეგმავს.

დღის ამბები