08 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
ჰიმალაის მთებში უგზო-უკვლოდ დაკარგული ალპინისტები მაშველებმა ცოცხლები იპოვეს

ჰიმალაის მთებში, ორი ალპინისტი 3 დღის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა მაშველებმა მათი პოვნა და სამშვიდობოს გამოყვანა შეძლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრიტანელი ალპინისტი ფეი მანერსი და ამერიკელი მიშელ დვორჟაკი, ჩრდილოეთ ინდოეთში, ჩაუხამბას მთაზე იმყოფებოდნენ, როდესაც ის თოკი გაწყდა, რომელზეც საკვები, კარვები და სპეციალური აღჭურვილობა იყო ჩაბმული.

საკვების, მარაგისა და აღჭურვილობის გარეშე 6 096 მეტრის სიმაღლეზე დარჩენილმა ალპინისტებმა განგაშის სიგნალი გაგზავნეს. მაშველები 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ და, საბოლოოდ, მათი პოვნა შეძლეს.

მაშველების განცხადებით, წყვილი შეშინებული და გადაღლილი იყო. როგორც თვითონ ალპინისტებმა განაცხადეს, რომ არა მაშველების ეფექტური მუშაობა, ისინი აღჭურვილობისა და საკვების გარეშე მთაზე ვერ გადარჩებოდნენ.

დღის ამბები