07 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
მერაბიშვილის კადრები გახარიას საარჩევნო სიის პირველ ათეულში - რა აკავშირებთ გახარიას გუნდის წევრებს "ნაციონალურ მოძრაობასთან"

პარტია "გახარია საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობის" კავშირებს, მმართველი გუნდისთვის, გიორგი გახარიას წარდგენილი საარჩევნო სია კიდევ ერთხელ ადასტურებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ გიორგი გახარიამ სიის პირველ ათეულში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების - ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის კადრები დააწინაურა. მათ შორისაა ზაზა თავაძე, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე და კადრების სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ასევე, სიის მეორე ნომერი ნათია მეზვრიშვილი, წინა ხელისუფლების დროს, პროკურატურაში არაერთ მაღალი თანამდებობას იკავებდა და კახა ქემოკლიძე - საარჩევნო სიის მეოთხე ნომერი, რომელიც, ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, ძალოვან უწყებაში ანალიტიკურ დეპარტამენტს მართავდა.

როგორ აღმოჩნდნენ ადეიშვილ-მერაბიშვილის კადრები გახარიას საარჩევნო სიის პირველ ათეულში - ადრესატები კომენტარს არ აკეთებენ. ყოფილი პრემიერის პარტიის სხვა წევრები კი ამბობენ, რომ მათი ოპონენტები ამ საკითხით მანიპულირებენ.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობის"ურთიერთობაზე აკეთებენ აქცენტს სხვა ოპოზიციურ პარტიებში. მათი ნაწილი ამბობს, რომ ერთადერთი პარტია, რომელთანაც გახარიას თანამშრომლობის პერსპექტივა აქვს, "ნაციონალური მოძრაობაა".

გახარიასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის არსებულ კავშირებზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მათი კოალიცია ჯერ კიდევ იმ დროს გამოაშკარავდა, როდესაც საკრებულოებში ერთი ინტერესით მოქმედებდნენ.

"ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ გიორგი გახარია საპარლამენტო არჩევნებზე მერაბიშვილ-ადეიშვილის კადრებს ეყრდნობა და, ამ გადაწყვეტილებით, მისი პარტია 26 ოქტომბერს, მარცხისთვის არის განწირული.

დღის ამბები