21 დეკემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ჩრდილოეთ ირლანდიაში სასკოლო ავტობუსი ამოტრიალდა, რომელშიც 70 მგზავრი იმყოფებოდა

ჩრდილოეთ ირლანდიაში, ნიუთაუნარდსში, სასკოლო ავტობუსი ამოტრიალდა, რომელშიც 70 მგზავრი იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

BBC-ის ინფორმაციით, ავტობუსში მყოფი მგზავრების უმეტესობა სკოლის მოსწავლეა.

შემთხვევის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე მაშველები მუშაობენ.

დღის ამბები