08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
სროლა იყო ოჰაიოს შტატის ერთ-ერთ სკოლაში - დაშავებულია 4 სტუდენტი

4 სტუდენტი დაშავდა ოჰაიოს შტატში ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად. ინციდენტი ქალაქ მიდლთაუნში მოხდა.

ეჭვმიტანილი 14 წლის მოსწავლეა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება მაინც შეძლო. სამართალდამცველები მის ვინაობას არ ამხელენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი მოსწავლეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები