08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
დონალდ ტრამპის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსა და ჟურნალისტს შორის ჩხუბი მოხდა

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს ჟურნალისტსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის ჩხუბი მოხდა.

ვირჯინიაში პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ აქციაზე ჟურნალ ტაიმის ფოტო კორესპონდენტს სამართალდამცველებმა ხელი ჯერ ყელზე მოუჭირეს, შემდეგ კი ძირს წააქციეს.

ფოტოგრაფი აცხადებს, რომ ჩხუბი მას არ დაუწყია და თავს პირველები უსაფრთხოების თანამშრომლები დაესხნენ. დაპირისპირების მიზეზი უცნობია, მომხდარზე კომენტარს საიდუმლო სამსახურის შტაბში არ აკეთებენ.

არეულობა აქციაზე ამ ინციდენტამდე დაიწყო. დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებმა პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო მიტინგის ჩაშლა სცადეს.

დღის ამბები