08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
აშშ-ს 13 შტატში დღეს შიდა-პარტიული არჩევნები იმართება

მნიშვნელოვანი ტესტი ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის - დღეს ერთდროულად 13 შტატში შიდაპარტიული არჩევნები იმართება. დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მხარდამჭერები კანდიდატებს შორის საკუთარ ფავორიტს ირჩევენ.

ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, რესპუბლიკელებს შორის დონალდ ტრამპი ლიდერობს. დემოკრატიული პარტიის აქტივისტთა რჩეული კი ჰილარი კლინტონია.

საარჩევნო უბნები დღეს საღამოს 7 სათზე დაიხურება და შედეგები მალევე გახდება ცნობილი. დაახლოებით ორ კვირაში პრაიმერისი ასევე ფლორიდაში გაიმართება და კანდიდატებმა მომზადება უკვე დაიწყეს.  

 

   

ავტორი: დავით ნიკურაძე

დღის ამბები