08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
გენერალი ფილიპ ბრიდლავი რუსეთს სირიაში მდგომარეობის გამწვავებაში ადანაშაულებს

ფილიპ ბრიდლავი რუსეთს სირიაში მდგომარეობის გამწვავებაში ადანაშაულებს. ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა განცხადება შეერთებულ შტატებში ვიზიტისას გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთის ინტერვენციამ სირიაში მიმდინარე დაპირისპირებაში პრობლემა კიდევ უფრო მეტად გაამწვავა. ბრიდლავმა უკრაინის აღმოსავლეთით არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსეთმა გაააქტიურა ქმედებები მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე.

ფილიპ ბრიდლავი შეერთებულ შტატებში ამერიკელ კანონმდებლებთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა. ნატო ვაშინგტონს ევროპაში ამერიკული კონტიგენტის დაფინანსების გაზრდას თხოვს.

დღის ამბები