08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
სირიაში თავდასხმის შედეგად უცხოელი ჟურნალისტები დაშავდნენ

ოთხი ჟურნალისტი დაშავდა სირიაში თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თავდასხმა ლათაკიას პროვინციაში მიმდინარე პრეს-ტურის დროს მოხდა. დაშავებულთა შორის ბულგარეთის, კანადის და ჩინეთის მოქალაქეები არიან.

ლავროვის უწყება აცხადებს, რომ პრეს-ტური იმ ქალაქებში ტარდებოდა, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უკვე ძალაში უნდა იყოს შესული.

მათი ცნობით, ჟურნალისტებს დაახლოებით 8 ჭურვი ესროლეს. იერიში თურქეთის ტერიტორიიდან განხორციელდა.



დღის ამბები