08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
რუსული ნავთობკომპანიები წელს პროდუქციის გაზრდას არ აპირებენ

რუსული ნავთობკომპანიები წელს პროდუქციის გაზრდას არ აპირებენ - წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართეს და შეთანხმდნენ, რომ საწვავის მოპოვების კვოტები უცვცლელი დარჩება. თუმცა ისინი ნავთობზე ფასის მომატების მიზნით პროდუქციის რაოდენობის შემცირების იდეას ეწინააღმდეგებიან.

შეხვედრის დროს, ვლადიმერ პუტინმა განცხადა, რომ სურდა ნავთობმწარმოებელთა მოსაზრებების მოსმენა, თუმცა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ პრეზიდენტს შეხვედრის შედეგებზე მედიასთან აღარ უსაუბრია. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების გამო ბოლო წელიწადნახევარში რუსეთის ბიუჯეტის ვარდნამ 70 პროცენტი შეადგინა.

დღის ამბები