08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
ჟურნალი Forbes-ი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიას აქვეყნებს - სიის ლიდერი კვლავ ბილ გეიტსია

ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. მილიარდერების სიის ლიდერი კვლავ ბილ გეიტსია. მაიკროსოფტის დამფუძნებელი სიის სათავეში უკვე მე-17–ედ მოხვდა მიუხედავად იმისა, რომ მისი ქონება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 4 მილიარდით შემცირდა.

მეორე ადგილს 67 მილიარდიანი კაპიტალით ესპანელი ბიზნესმენი, კომპანია Zara-s მფლობელი ამანსიო ორტეგა იკავებს. სიაში მესამე პოზიციას ინარჩუნებს ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი, რომელსაც სატელეკომუნიკაციო სფეროში მოღვაწე მექსიკელი ბიზნესმენი კარლოს სლიმ ელუ მოყვება.

სიის ათეულში მოხვდენენ ონლაინ მაღაზია ამაზონისა და ფეისბუქის დამაარსებლები ჯეფ ბეზოსი და მარკ ცუკერბერგიც. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სია წელს ათას 810 გვარისგან შედგება.

 

 

დღის ამბები