08 ოქტომბერი 2024,   06:53
ვრცლად
Rolling Stones კუბაში უფასო კონცერტს გამართავს

Rolling Stones კუბაში უფასო კონცერტს გამართავს. ლეგენდარული როკ ჯგუფი ჰავანის სტადიონზე 25 მარტს იმღერებს. ეს იქნება პირველი მასშტაბური როკ კონცერტი კომუნისტურ კუბაში, სადაც ერთ დროს Rolling Stones-ის მუსიკის მოსმენა აკრძალული იყო.

Rolling Stones-ს ლათინური ამერიკის ქვეყნებში ტურნეს დასრულება 17 მარტს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გრაფიკი შეცვალეს და ტურნეს ერთი კონცერტი დაამატეს.

Rolling Stones-ის ჩასვლამდე კი ჰავანაში ისტორიული ვიზიტით ბარაკ ობამა გაემგზავრება. 1928 წლის შემდეგ ის პირველი ამერიკელი პრეზიდენტი გახდება, რომელიც კუბაში ჩავა.

დღის ამბები