08 ოქტომბერი 2024,   06:56
ვრცლად
პროკურატურა ნადია სავჩენკოსთვის 23 წლიან პატიმრობას მოითხოვს

ბრალდების მხარე ნადია სავჩენკოსთვის 23 წლიან პატიმრობას მოითხოვს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავის ბრალეულობა დამტკიცებულად მიაჩნია და მოსამართლეებს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისკენ მოუწოდა. ბრალდების მხარემ ასევე მოითხოვა, რომ დაკავებულს, ჯარიმის სახით, 100 ათასი რუბლის გადახდა დაეკისროს.

შეგახსენებთ, რომ ნადია სავჩენკოს ლუგანსკის რეგიონში, ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებენ. ის რუსეთის ციხეში სასჯელს 2014 წლის ივლისიდან იხდის. მფრინავის ადვოკატები ვარაუდობენ, რომ საქმეზე განაჩენი შესაძლოა ამ თვეში გამოიტანონ.

დღის ამბები