08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში

ძლიერი მიწისძვრა მოხდა ინდონეზიაში. ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ბიძგების სიმძლავრე 7 მთელ 9 მეათედ მაგნიტუდას აღწევდა. ქვეყნის დასავლეთ სანაპიროს მოსახლეობა მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გააფრთხილეს. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება. მიწისძვრის ეპიცენტრი პადანგის პროვინციიდან 800 კილომეტრის დაშორებით, 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო. სპეციალისტების განცხადებით, რაც უფრო ნაკლებ სიღრმეზე ხდება მიწისძვრა, მით უფრო დამანგრეველია. დღესაც ბიძგები ზუსტად იმ სანაპიროზე მოხდა, სადაც 2004 წელს ცუნამმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.

დღის ამბები