08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების ინიცატივით ევროკომისია ევროპარლამენტს და ევროსაბჭოს უახლოეს პერიოდში მიმართავს

უვიზო მიმოსვლის შესახებ დოკუმენტის გამოქვეყნებას ოფიციალური თბილისი უახლოეს მომავალში მოელის. ბრიუსელში ფაქტობრივად მზად აქვთ იმ საკანონმდებლო ცვლილებების ჩამონათვალი, რომელიც უვიზო მიმოსვლისთვის ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს.

მას შემდეგ რაც პარლამენტში ევროკომისიის წინადადება შევა, განხილვის საკმაოდ რთული პროცესი იწყება. ევროპელმა კანონმდებლებმა სავიზო რეგულაციებში ცვლილებები უნდა შეიტანონ და უვიზო რეჟიმით მოსარგებელე ქვეყნების რიცხვს საქართველო დაამატონ.

პოლიტიკოსები და ექსპერტები მოელიან, რომ პროცესი ახალ ეტაპზე მარტის ბოლოდან გადავა – სწორედ ამ დროისთვის გადაწყდება ერთობლივად, თუ ცალცალკე განიხილავს ევროკომისია უკრაინისა და საქართველოს საკიხს.

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკანონმებლო ინიცატივით ევროკომისია უახლოეს პერიოდში მიმართავს ევროპარლამენტს და ევროპულ საბჭოს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში კურიერთან ინტერვიუში ისაუბრა.

ბრიუსელში მიმდინარე კონსულტაციებიდან ცნობილი ხდება, რომ უკრაინული მხარე ევროკომისიისგან აქტიურად მოითხოვს, მისი მოქალაქეებისთვისაც დაჩქარებულად ამოქმედდეს უვიზო მიმოსვლა.

უვიზო მიმოსვლის ინიციატივის დამტკიცებისა და ხელმოწერიდან 20 დღეში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება. 

ავტორები: ნათია გოგსაძე,  ზურა მანაგაძე

დღის ამბები