08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
რუსეთის სამხედრო აქტივობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - აშშ-ის თავდაცვის უწყება

შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო აქტივობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამის შესახებ კონგრესში თავდაცვის დაზვერვის სამსახურის უფროსმა, მოხსენებით გამოსვლის დროს განაცხადა.

ვინსენტ სტიუარტი რუსეთის მხრიდან სამხედრო აქტივობის გაზრდას 2016 წლის განმავლობაში ისევ ვარაუდობს. ეს ეხება, როგორც სირიაში მიმდინარე ოპერაციას, ასევე უკრაინის კრიზისსა და რუსული შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესს.

პენტაგონის წარმომადგენელმა ისლამური სახელმწიფოს საფრთხეებზე ისაუბრა კონგრესში და განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფებისგან შესაძლოა ისევ იყოს ტერაქტების მცდელობები, ევროპისა და შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

 

 

დღის ამბები