08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
სირიაში მომხდარ ტერაქტს 18 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში მომხდარ ტერაქტს 18 ადამიანი ემსხვერპლა. დანაღმული ავტომობილი სოფელ ალ იშას მახლობლად აფეთქდა, იქ სადაც ასადის ოპოზიციის ბაზაა განლაგებული.

ტერაქტის უკან, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს მოკავშირე დაჯგუფება დგას და ის არმიასა და ოპოზიციას შორის ცეცხლის შეწყვეტის პროცესს არ უკავშირდება.

პარალელურად, ქვეყანაში გაეროს მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული დახმარების დარიგების პროცესი გრძელდება, რაც ჟენევაში მიღებული საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგია. 

დღის ამბები