08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
გაერომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო

გაერომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო. რეზოლუცია, რომელსაც უშიშროების საბჭომ დაუჭირა მხარი, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმისთვის ბირთვული პროგრამისთვის საჭირო ფინანსური სახსრების დაბლოკვას ისახავს მიზნად.

რეზოლუცია, რომელიც შეერთებული შტატების მიერ იყო ინიცირებული, ჩრდილოეთ კორეაში მიმავალი ან იქიდან მომდინარე ყველა გემის შემოწმებას ითვალისწინებს.

სანქციების შავ სიას კიდევ 16 ინდივიდუალური პირი დაემატა, რომლებიც სირიის, ირანისა და ვიეტნამის ტერიტორიაზე სავაჭრო კავშირებს აწარმოებენ.

დღის ამბები