08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
ინდონეზიაში ძლიერ მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის გაფრთხილება მოხსნეს. ბოლო მონაცემებით, 8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მიუხედავად ამისა, ძლიერმა მიწისძვრამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. კუნძულ სუმატრაზე მაცხოვრებლებმა ღამე გარეთ გაათენეს.

კუნძულს 2004 წელს ძლიერი მიწისძვრა დაატყდა თავს. მაშინ სტიქიას ძლიერი ცუნამი და ათასობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები