08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
ბობ დილანის პირადი არქივი ოკლაჰომას უნივერსიტეტმა 20 მილიონ დოლარად შეიძინა

ბობ დილანმა ოკლაჰომას უნივერსიტეტს პირადი არქივი მიჰყიდა. კოლექცია, რომელშიც 6 ათასი ნივთია შესული უნივერსიტეტის ფონდმა 20 მილიონ დოლარად შეიძინა. მათ შორისაა მუსიკოსის ხელნაწერები, ლექსები, ვიდეოჩანაწერები და პირადი წერილები.

ბობ დილანის არქივი ხელმისაწვდომი იქნება მკვლევარებისთვის და მას ხშირად გაიტანენ გამოფენებზეც. მუსიკოსი პირად ნივთებს არასდროს ასაჯაროებდა, ამიტომ როდესაც ლოტები შემთხვევით ხვდებოდა აუქციონებზე, საკმაოდ ძვირად იყიდებოდა. 

დღის ამბები