08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
შეიარაღებულმა პირებმა სტამბულში პოლიციის შენობასთან ცეცხლი გახსნეს

სტამბულში ბაირამ-ფაშას რაიონში ორმა ტერორისტმა-ქალმა პოლიციის შენობასთან სამართალდამცველების ავტობუსს ჯერ ხელყუმბარები ესოლა, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა.

შედეგად ერთი პოლიციელი დაიჭრა. საპასუხო სროლის დროს დაიჭრა ერთი თავდამსხმელიც.

თურქეული მედიის ცნობით, ამ დროისთვის ორივე ტერორისტი ერთ-ერთ შენობაშია ბლოკირებული და სპეცრაზმი სპეცოპერაციის ჩასატარებლად ემზადება.

ტერორისტების ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია. უსაფრთხოების მიზნით მიმდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

დღის ამბები