08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
მორიგი ტერაქტი სტამბოლში - სპეცრაზმმა ორი ტერორისტი ქალი მოკლა

სტამბოლი დღეს ტერორისტების მორიგი სამიზნე გახდა. პოლიციის შენობაზე ტერორისტებმა მასშტაბური თავდასხმის მოწყობა სცადეს.

ორმა ქალმა ჯერ სამართალდამცველების ავტობუსზე მიიტანა იერიში, თუმცა ოპერაცია აღარ გააგრძელა და საპასუხო სროლის შემდეგ ერთ-ერთ შენობაში გამაგრდა.

ტერორისტებთან ნახევარსაათიანი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, სპეცრაზმმა ოპერაცია დაიწყო. ორსაათიანი შტურმის შედეგად სამართალდამცველებმა ორივე ტერორისტი ქალი მოკლეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მემარცხენე რადიკალური პარტიის სამხედრო ფრთამ აიღო. თუმცა თავად პარტიას განცხადება არ გაუკეთებია.

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, მალხაზ მეგრელიშვილი. 

დღის ამბები