08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
რეგიონული არჩევნები დონბასში - ნორმანდიული ოთხეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

პარიზში ნორმანდიის ოთხეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით 4 საათს გაგრძელდა. გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა დონბასში რეგიონული არჩევნების გამართვის საკითხზე ისაუბრეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, პაველ კლიმკინის თქმით, არჩევნების ჩასატარებლად საჭიროა უსაფრთხოების ზომების დაცვა და საერთაშორისო ჩართულობა.

რუსეთი კი დონბასის განსაკუთრებულ სტატუსსა და ამნისტიის მიღებას ითხოვს. ნორმანდიის ოთხეული მომხრეა, რომ არჩევნები სეპარატისტულ რეგიონში 2016 წლის პირველ ნახევარში ჩატარდეს. ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

დღის ამბები