08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს ბირთვული იარაღის გამოყენებით ემუქრება

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს ბირთვული იარაღის გამოყენებით ემუქრება. ადგილობრივი მედია ინფორმაციას ავრცელებს, რომ ბრძანება ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა უკვე გასცა და შესაბამის სტრუქტურებს საჭიროების შემთხვევაში, ატომური იარაღის ნებისმიერ დროს გამოყენების დავალება მისცა. მიზეზად კი მტრის მხრიდან საფრთხეების ზრდა სახელდება.

ფხენიანის გადაწყვეტილება გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოს მიღებულ რეზოლუციას სანქციების გაფართოების თაობაზე, მოჰყვა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რეჟიმი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება. მუქარის ობიექტი მანამდე სამხრეთ კორეა, იაპონია და შეერთებული შტატებიც არაერთხელ ყოფილა.

ამავე თემაზე
დღის ამბები