08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
"ისლამური სახელმწიფო" ევროპის ტერიტორიაზე ტერაქტებს ისევ გეგმავს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო ევროპის ტერიტორიაზე ტერაქტებს ისევ გეგმავს, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციასა და საგანგებო გაფრთხილებას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარი მოქალაქეებისთვის ავრცელებს.

საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ რისკის ქვეშ ყველა ევროპული ქვეყანა დგას. საფრთხეს კი ისლამური სახელმწიფოს გარდა, ალ ქაიდას მოკავშირე დაჯგუფებებიც წარმოადგენენ.

სახელმწიფო დეპარტამენტი შეერთებული შტატების მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე თავდასხმების რისკი დიდია.

დღის ამბები