08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
არალეგალებმა პირი ამოიკერეს - საფრანგეთში მიგრანტების ბანაკის დაშლას პროტესტი მოჰყვა

საფრანგეთის საპორტო ქალაქ კალეში მიგრანტების ბანაკის დაშლის პროცესი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. რამდენიმე არალეგალმა პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა.

მოხალისეები და აქტივისტები აცხადებენ, რომ მიგრანტებს, რომლებსაც საფრანგეთის ტერიტორიაზე დარჩენა არ სურთ, ხელისუფლება ბანაკის დაშლის შემდეგ ახალ თავშესაფრებს არ სთავაზობს, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.

კალეში ბანაკის დაშლას კვირის დასაწყისში შეტაკებებიც მოჰყვა.

დღის ამბები