08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
თურქეთში ტერაქტის შედეგად 2 პოლიციელი დაიღუპა

მსხვერპლი მოჰყვა ტერაქტს თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონში. დანაღმული მანქანა პოლიციის შენობასთან აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 2 პოლიციელი, 35 ადამინი კი დაშავდა.

აფეთქებამ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა შენობებიც დააზიანა. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტერაქტი ქურთთა მუშათა პარტიის წევრებმა განახორციელეს.

აფეთქების შემდეგ ადგილზე პოლიციასა და ქურთ მებრძოლებს შორის შეტაკებაც მოხდა. ანკარას ბრალდების მიუხედავად, ქურთ სეპარატისტებს ტერაქტზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ.

დღის ამბები