08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა პარიზში კვლავ უშედეგოდ დასრულდა

ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა პარიზში კვლავ უშედეგოდ დასრულდა. საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონბასში არჩევნების ჩატარების თარიღზე ვერ შეთანხმდნენ.

დასახელდა მიმდინარე წლის პირველი ნახევარი, თუმცა წინააღმდეგი წავიდა უკრაინული მხარე, რომელმაც მთავარ პირობად რეგიონში უსაფრთხოების დაცვა დაასახელა. მოლაპარაკებები 4 საათი მიმდინარეობდა.

მის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დატოვა და ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. მისმა ფრანგმა კოლეგამ კი განაცხადა, რომ შეხვედრაზე გულახდილად ილაპარაკეს, თუმცა მიღწეული პროგრესი მინიმალურია.

დღის ამბები