08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
დონალდ ტრამპი თაღლითი და ფარისეველია - მით რომნი

რესპუბლიკური პარტიის გავლენიანი წევრები და მათი მხარდამჭერები მზად არიან დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კამპანია დაიწყონ. იმ შემთხვევაში თუ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამერიკელი მილიარდერი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იქნება, მით რომნი მზად არის ოპონენტების კანდიდატს, ჰილარი კლინტონს დაუჭიროს მხარი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა აღნიშნა, რომ ტრამპი თაღლითი და ფარისეველია, და ის ვლადიმერ პუტინს დადებითი დახასიათებისთვის გააკრიტიკა.

თანაპარტიელ პოლიტიკოსს ტრამპმა ტელედებატების მსვლელობის დროს უპასუხა. მან რომნის წარუმატებელი კანდიდატი უწოდა. მისი განაცხადებით, როდესაც რომნის 2012 წლის არჩევნებზე მხარდაჭერა სჭირდებოდა, ის მზად იყო ტრამპის წინაშე მუხლებზე დამდგარიყო.

დღის ამბები