08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
ნადია სავჩენკოს ადვოკატი უკრაინელი მფრინავის დასაცავად გლობალური აქციის ჩატარების ინიციატივით გამოდის

ნადია სავჩენკოს ადვოკატი უკრაინელი მფრინავის დასაცავად გლობალური აქციის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

მარკ ფეიგინი მოუწოდებს მხარდამჭერებს, 9 მარტს სოლიდარობის ნიშნად მთელს მსოფლიოში გამოვიდნენ. სწორედ ამ დღეს არის დანიშნული უკრაინელი მფრინავის მორიგი სასამართლო სხდომა.

ნადია სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს რუსეთს ევროკავშირიც. განცხადება უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგემლობის ხელმძღვანელმა გაავრცელა.

ნადია სავჩენკოს დედას შეხვდა პეგტრე პოროშენკოც. პრეზიდენტის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს მის გასათავისუფლებლად.

ნადია სავჩენკომ, რომელსაც ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებენ, ორი დღის წინ მშრალი შიმშილობა დაიწყო. მას 23–წლიანი პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები