08 ოქტომბერი 2024,   06:53
ვრცლად
ბენ კარსონმა საარჩევნო კამპანია ოფიციალურად შეწყვიტა

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბენ კარსონმა, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად შეწყვიტა.

თეთრ სახლში მოსახვედრად ბრძოლაზე ფერადკანიანმა ნეიროქირურგმა უარი, სავარაუდოდ, დაბალი რეიტინგის გამო თქვა, თუმცა არ დაუსახელებია დარჩენილი 4 კანდიდატიდან რომელს დაუჭერს მხარს.

რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის ჯერ–ჯერობით დონალდ ტრამპი ლიდერობს.

მილიარდერი ბიზნესმენი ამ დროისთვის საარჩევნო კამპანიას ლუიზიანის შტატში მართავს, თუმცა ნიუ ორლეანში ერთ–ერთი შეხვედრა მას დემონსტრანტებმა ჩაუშალეს. საპროტესტო შეძახილებით აქტივისტებმა ტრამპს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.

დღის ამბები